ვერ გავექეცი განაჩენს
ვერ გავექეცი განაჩენს, ბორკილი მადევს გულზედა... კვლავ ძველებურად მაწვალებს, რა შრამიც მადევს შუბლზედა. ვერ გავექეცი, არ მერგო, ბედი კვლავ ამიმიზეზდა, ნეტავი კიდევ ვიხილავ, ღიმილს ამ ბაგის ძირზედა? ხან ვარსკვლავცვენას მივმართე, ხან ლოცვას ალის პირზედა, მაინც არ გასჭრა, დავღონდი, დაყრდნობილი ვარ მჯიღზედა. რა გარჯა შიგ არ ჩავლიე, ჭავლი ვადინე სათოფეს, წიწკინტოპილა ლაჩრებმა, ყველა ბრძოლაში მაჯობეს... როგორც არ უნდა დავეცე, უფრო ძლიერად ავდგები, ესაა ჩემი მრწამსი და თავს მოხვეული აზრები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი