მოახლოებულ პაემანს
თუ მონატრება სხეულს დარაჯობს, სხვა ყველა დარდი გადაიბუდებს... ქვიშის მარცვლებად დაითვლის კაცი, მოახლოებულ პაემნის წუთებს. თუ მონატრება... ო მონატრება... ააწრიალებს თავნება თვალებს, ყველგან მოგძებნის და ყველა სხივში, გიხილავს შენ და შენს სინარნარეს. მაშორებს წამი, გარდამავალი, შორია თუმცა, შორს წასვლა მელის, არ მიყვარს სიტყვა, რაც გადაითქვა, იმისგან შველა აღარ მომელის... თოვლია მაგრამ, მაინც მაკლიხარ, ვგავარ სილუეტს უგონო კაცის, დამაქვს სახელი, შემორქმეული, დარდიანის და ცოტა ზარმაცის... დარდია აბა, როგორ ვთქვა სხვაგან, რა ფერის ალი, ასდით ზამბახებს... ქვიშის მარცვლებად დაითვლის კაცი, განშორებისგან გაძარცვულ ბაღებს. ახლა ვბრუნდები, აქ უნდა მორჩეს, ეს აღსარება... აქვეა ღმერთი, დამრჩა ლოდინის თვრამეტი ქისა, და ქვიშა ათჯერ ორას თო-თხმე-ტი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი