ვწერ დროის გასაფანტავად
ვწერ დროის გასაფანტავად, რადგან ლოდინის რიგში აღმოვჩნდი, და უეცარი შემთხვევითობით უცებ ჩემს თვალწინ შენ არ გამოჩნდი? ამიკიაფდა ყველა ჭრილობა, ნაღვერდალივით გადმონაფენი, და გაუსაძლის მოწყენილობას ისევ დუმილით ავუწყეთ ფეხი... თუმც ზოგჯერ მაინც რამეს ვიტყოდით, გავიკითხავდით წარსულს-მომავალს, მაგრამ არცერთი არ ვანებებდით, ჩვენს წინ მღელვარე სალაროს თვალთვალს. და უცებ ზარმა დაჰკრა ეულად, გახარებულმა დავხედე ბილეთს, მაგრამ რას ვხედავ, ახლა ლოდინი, ერთით ნაკლები ნომერით მიწევს... ვერც სალაროსთან გავხდი ვერაფერს, ვერც დირექტორმა მიშველა რამით, რაღა გზა მქონდა, ხელახლა ვცადე, რიგში ჩადგომა ფხიზელი თვალით! ახლა ორთავე გაფაციცებით, თვალს ვადევნებდით ციფრთა ხეტიალს, და უხერხული მოწყენილობით, კვლავ ვაგრძელებდით დივანზე წრიალს. გავიდა ხანი, ღრმა დაღლილობის, მაგრამ რას ვხედავ, გამუქდა ფარდა, და იმ სალაროს, ჩამოეკედლა, შესვენების და გართობის აბრა... ახლა? რაღა ვქნა, ვის დავემდურო, უდაბნოსავით იქცა შენობა, (მე ასე ვფიქრობ, ბანკირს და ექიმს აერთიანებთ საერთო გრძნობა...) რაღაცნაირი ყურადღებობის, რაღაცნაირი გამრიგებლობის, რაღაცნაირად, რაღაცნაირის, რაღაცნაირი, დგომის და შრომის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი