ყელსაბამი
მსურს ახლავე გაგიმხილო, გულს მოგფინო შვების ფარჩა, წუხელ, შენი ყელსაბამი, სასთუმალთან ისევ დაგრჩა... დღეს ანაზდად თვალში მომხვდა, გამიღვივა გულში ცეცხლი, ჩემს ხელთაა, სანუგეშოდ ვევლები და ვუფრთხილდები. რადგან ვიცი, როგორც გიყვარს, და შენამდე ვისაც ჰქონდა, (თუმც ბევრი რამ მავიწყდება...) ეგ დეტალი კვლავ მახსოვდა. არ იდარდო, წერილს ვგზავნი, საალერსო გრძნობით სავსეს, და უსაზღვრო სიყვარულით, ვეფერები მძივთა ძაფებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი