ქალში უნდა ეძიო


თუნდ გიკლავდეს სიცოცხლის ჟინს,
სნეულების სენიო,
შენი ყველა სიმარტოვე
ქალში უნდა ეძიო...
თუნდ გბანგავდეს ცხელი გრძნობა,
ღამე თეთრად გეთიოს,
შენი ყველა სიხარული
ქალში უნდა ეძიო...
ენძელების ნაზი ფრთებით,
თუ მოგერთო ბედიო,
ყველა შენი აღმატება
ქალში უნდა ეძიო...
ან დანისლულ ხევში მოხვდე,
სიკვდილს სახლში ეწვიო,
შენი ყველა გადარჩენა
ქალში უნდა ეძიო...
თუ დაცემულს, თუ დავარდნილს,
გშველის მხოლოდ ღმერთიო,
ის ღმერთიც და ის აღდგომაც,
ქალში უნდა ეძიო...
ის ნამდვილი სიყვარული,
ვნება და ნამქერიო,
ქალში უნდა, ქალში უნდა,
ქალში უნდა ეძიო!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი