არ მსურს არა, სხვა შენს მეტი
ხშირად, როცა ამ ხრინწიან ხმაში ბრაზი მეპარება, მახსენდება შენი ციცქნა და პაწია გულის ძგერა... ო მაშინვე ჩემი გულიც, შენი გულის ტოლი ხდება... და სიბრაზე უსწრაფესად ნელდება და იკარგება... მაგრამ რა ვქნა, ხან ასეა, ხან კი ისე, როგორც ჩვენ გვსურს, სიყვარული სხვანაირად ვერ მოიტანს იმ სიხარულს, რაც ამ ტრფობის ფარულ ვნებებს აქვს ლეგენდად დაწერილი, ვერ გიხილო?! ისიც მყოფნის ზურგს მაქცევდეს შენი ჩრდილი... მეხვეოდეს მძიმე ბოლის, გამგუდავი ცხელი მტვერი! გულში შანთად გამდიოდეს, აეგ მზერა ალმაცერი! ოღონდ მყავდე... და სატანჯველს, არ მოვუდრეკ ქედს აროდეს, წარბს არ შევხრი, თუ გინდ კარში ლუციფერი მდარაჯობდეს! ოღონდ მყავდე... და სხვა მიზნებს დაჰქცევიათ დაე ბედი, ერთადერთი ფიქრით ვცოცხლობ, არ მსურს არა, სხვა შენს მეტი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი