დრო არ კურნავს


დრო არ კურნავს, დრო არ კურნავს
მოჩვენებით გაჩვევს,
ძველ ტკივილებს, ძველ ჭრილობებს,
ბარგად დაგატარებს...

შავი ნისლი, შავი ნისლი,
სუდარისფრად ელავს,
სიელვარე სამომავლო
ფიქრებს წიხლით თელავს...

ამ ხმაურში, ამ გნიასში,
ნუ დამტოვებ მარტო...
იქნებ ვეღარ მიახლობლო,
იქნებ ვეღარ მნახო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი