არაცინ იცის, ჩვენ ორის გარდა


"არავინ იცის, ჩვენ ორის გარდა"
და ყველა სათქმელს ეს ფრაზა იტევს,
არვიცი როგორ... ან რანაირად...
გადავუხვიეთ საერთო მიზნებს...

შენ ახლა ჩემში, დემონებს ეძებ,
მე ისევ შენში, ანგელოზს ვხედავ...
და გაქარწყლული იმედით ისევ
დაგეძებ ყველგან, და მაინც ვბედავ...

გიმზირო თვალში, იმ ძველი გრძნობით,
სიძველის ფარდა, მიჩრდილავს თვალებს,
"არავინ იცის, ჩვენ ორის გარდა"
რა გვტკივა ანდა, გულს რა გვიხარებს...

ამბობ დასრულდა, მაგრამ... არვიცი
არვიცი, იქნებ ორივე ვცდებით...
ჩვენ კვლავ შევხვდებით, ადრე თუ გვიან,
ადრე თუ გვიან, მაინც შევხვდებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი