ამ გზას


ამ გზას...
ამ ხიდს...
ამ ცრემლიან ქარებს...
ბედისწერის ქარტეხილი
ანგრევს... აზანზარებს...
და მიეთ და მოეთებში,
თოვს... საშინლად თოვს...
შენი თმების დაშლილ ტილოს
ვერ გავატან დროს...
და მაგ ტილოს, დასტრიალებს,
დასთა ვრცელი დასი,
ბევრს მივენდე, ხელთ კი შემრჩა
მოწამლული თასი...
სასიკვდილო ვიყავ? რისთვის?
ვის ვატკინე გული?!
ოო რამდენჯერ დავრჩენილვარ
სულ მთლად დათუთქული...
ახლა ამ გზად, თან მომყვება
თრთოლვა და ქიმერა,
ეჰ არავის დაპირების
რა ვქნა, აღარ მჯერა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი