აირევიან ამინდები... აირევიან
აირევიან ამინდები... აირევიან... და ჩვენ ერთმანეთს, ახლა უფრო უკეთ გავუგებთ, ვიწრო ოთახში, ხავერდებით მორთულ რაფაზე, სადაც სელინჯერს გიკითხავდი... ისევ ისეა... ჩაგიხუტებ და მთელს სამყაროს გულში ჩავიტევ, ჩაგიხუტებ და დავეშვები ოკეანეში... სადაც სინაზეს შემომაფრქვევს ოლეანდროს ხმა... სადაც არავინ არ იქნება, სხვა იმ მხარეში, ჩაგიხუტებ და ლალის ჭიკას გავავსებ ღვინით, და თუ განგებამ ეს საღამო ასე ინება, მიყვარხარ... გეტყვი მთელი გრძნობით, მთელი არსებით, გაიგონებ და ლოყის ძირას ჩაგეჩხვლიტება... ჩვენ კი ერთმანეთს ახლა უფრო უკეთ გავუგებთ ვიცი განგება ასრულდება ადრე თუ გვიან, რადგან ვერავინ ვერ შეამჩნევს, ჩვენ ორის გარდა, რადგან ღრუბლები მხოლოდ ჩვენთვის აირევიან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი