ღამეა, თრთოლვით ვაცეცებ ხელებს


ღამეა, თრთოლვით ვაცეცებ ხელებს
და კვლავ ნუგეშად არავინ არ მყავს...
და ვუსმენ როგორ დაარწევს ქარი,
მდუმარების და სიცივის აკვანს.

მაგრამ მე მაინც არ ვკარგავ იმედს
და უშველებელ მთებს ვეჯახები,
არა აქვს ფასი, იმგვარ სიცოცხლეს
უბრძოლველად რომ მტერს ჩაბარდები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი