როგორი არის ღმერთი?


როგორი არის ღმერთი?
სალაპარაკოდ რთული
გასააზრებლად ძნელი
წარმოსადგენად სრული

როგორი არის ღმერთი?
ცაა? თუ მიწის გუნდა?
მფარველია თუ მხეცი
რას შეადარო უნდა?

ნეტავ სად არის ღმერთი?
ადამში თუ მის გარეთ?
ღიმილშია თუ ცრემლში?
რაც გინდათ დააბრალეთ!

მართლა სად არის ღმერთი?
როდესაც ბავშვებს კლავენ?
როდესაც მართალ სიტყვას
სდევნიან და ლანძღავენ?

იქნებ არ არის ღმერთი?
და არც ყოფილა ოდეს,
"მას მირჩევნია ვფიცავ
რომ მილიონი მქონდეს!"

ამ საუბარში ღმერთი 
არ არის, არა, არა,
მოურიდებლად დაძრწის 
სიტყვები წარა-მარა...

და შეუცვლელი ფიქრის
აკვიატებულ ბლუყუნს,
ვერ შეარიგებ ვერა,
სინათლეს - ბნელს და უკუნს...

ვინც როგორია ისეთ
სამყაროშივე ცხოვრობს,
და იმგვარივე ღმერთი,
სდარაჯობს ან მფარველობს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი