დედა
ვერ ვავიზარდე ისეთი დიდი, რომ არ დამჭირდე დედა... სადაც კი სადმე წავიბორძიკე, ყველგან შენ გაჩნდი დედა... სადაც კი სადმე ხიფათს წავაწყდი, შენ მანუგეშე დედა... ყველაზე მეტად შენ რომ გიყვარვარ, რომ მაიმედებ დედა, ფარად რომ მიდგას შენი სიტყვები, შენი გულისთქმა დედა, შენ რომ ძილის წინ ნანას მიმღერდი, მეფერებოდი დედა, იმ ბავშვობის წლებს, იმ მზრუნველ ამაგს, ვერ გადაგიხდი დედა... ის პირველი ხმა, ჩემგან ნათქვამი, შენ გაიგონე დედა, ყველა საამო სიტყვის ძაფები, შენგან ვისწავლე დედა ანგელოზი ხარ, რა ვქნა სხვა ღმერთი, არ მეგულება დედა... თუ ვინმეს უფრო მეტად ვუყვარვარ, ისევ შენს გამო დედა, თუმც ყველაფერში თითქოს მოგბაძე, მაინც ვერ შევწვდი დედა, ვერ მოვერევი ვერცერთ ბნელ ღამეს, შენ რომ არ მყავდე დედა, ვერ გავივლიდი ცეცხლის აკლდამებს, რომ არ მლოცავდე დედა, ვერცერთ სასწაულს ვერ ვიხილავდი, რომ არ გენიშნა დედა... მინდა რომ მუდამ ბედნიერებით, გენთოს თვალები დედა, სიკეთისა და კეთილდღეობის, გზა გაგიგრძელდეს დედა, სულ იმაისოს შენმა თვალებმა, ცივ ზამთარშიც კი დედა, რაც უნდა მოხდეს, ვიცი ნუგეშად, კვლავ მეყოლები დედა, რა ვქნა, ვერ გავხდი ისეთი დიდი, რომ არ დამჭირდე დედა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი