შემოდგომა


წუხელ საშინლად ციოდა გზაზე...
და ყვავილების ნაზი სურნელი
ღრმა მოგონების იავნანაზე
იყო ტკბილი და ამოუხსნელი...

იდგა წვიმაში ველური ქარი,
მასთან არავის არ სურდა დგომა...
მაგრამ ამგვარი იყო ზღაპარი,
და იდუმალი ვით შემოდგომა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი