ისევ ჩაივლის უხმო დღეები,


ისევ ჩაივლის უხმო დღეები,
ისევ ჩამოთოვს აივნის კართან...
მე რომ შენს იქით ვერვის შევხვდები
ეს ადრეც მივხვდი და ვხვდები ახლაც

და ვხვდები ახლაც ისე მაკლიხარ,
ვით გაზაფხულს რომ მზე დაუძვირდეს.
ესეც არ იყოს ვინ რას გაიგებს
ან შენზე ფიქრებს ვინ დამიძვირებს.

ყოველდღე სული მევსება ოხვრით,
დღითიდღე ვკვდები და თან ვთავნებობ,
დავბორიალობ ნაწვიმარ გზებით
ნაცრემლარ მთების ქოხში ვვარსებობ.

ძილისწინ შენზე ფიქრები მათბობს,
თითქოს ჩვენ შორის ჩაკვდა მაისი...
უხმო დროებით ჩაქარგულ სხივთა 
მე შენ და კიდევ ლურჯი აისი.

ოხ რა ძნელია ლოდინი მარტზე,
იანვრის სუსხსაც კარგად ავიტან,
ოღონდ ყოველდღე ვგრძნობდე შენს სუნთქვას
და შენს თაფლისფერ თვალებს ბალიშთან.

ისევ გაფანტულ ფიქრით ვთარეშობ
და ერთ დღეს მოვალ, მოვალ შენს კართან,
მაგრამ იქამდე ასე ვიგლოვებ
ჩემს სასაფლაოს ედემის ბაღთან.

ახლაც ამწვანდა ერთ დროს მუქ ფერში, 
როს ავოკალიფს ეძახდნენ მშველად,
შენი ქარიშხლის თმების შრიალი
ესეც მეყოფა მე დამდაგველად

სულსაც ნაოჭი გაუჩნდა შუბლთან
ისევ დაბნელდა უფსკრულის ღამე
მე შენ ბუხარი თბილი სახლი და
გალაკტიონის ნაქარგი მთვარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი