წუთიც ისე ნელა
წუთიც ისე ნელა, ხან კი მოგვიანე... წამი დაილია დღეთა ნაფიქრებით, მთვარემ უძილობის შუქთა მოკრძალებას, გაჰყვა მომღიმარი ნელი ნაბიჯებით. ბრბოთა ამალაში, ერთიც გადავქექე. თავიც კი ავხადე, იმას რაღა დათვლის, ამდენ "გენიოსში" ერთი დავიმალე გონში არეული წუთი წამის გავლით... აქაც კვლავ მომაგნეს! ეხ რა უნიათო დილა გამითენდა ღამე ნამთვრალევი... შუქმა უძილობის ბნელთა მობრძანებას გრამიც ვერ შეატყო „შარბათ“ დანალევი ისევ განვერივე „ვითა გნოლის ჯოგში“ მაგრამ ჯოგი ძმაო? მასას ვერ ედრება! მორჩა... დაივიწყე! იმათ უწიგნური ბრძენთა სასაკლაოს ვერც კი შეედრება... მაგრამ რაზე ვჩივი? ან კი რასა ვსცოდავ?! მე ხომ ჯვარცმული ვარ "მგოსანთ" პირველ ჯოგში, მხოლოდ დრომ თარეშით წყნარად მოსაუბრემ ერთი მან ამიწყო ფეხი ფიქრთა გონში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი