ხეთა შრიალი და ხალხთა გლოვა


ხეთა შრიალი და ხალხთა გლოვა,
ხალხთა ლოცვა და კიდევ ათასი,
შვილმკვდარი მამა სამართალს ეძებს,
მითხარ ვინ არის მათში მართალი?
ქარი ღრიალებს, ირწევა ვერხვი,
და ქნარის ბოლოს სიმი ხმიანობს,
მშვიდობიანობს, ალბათ ათასი
და მათში ერთი ადამიანობს.
საკმევლის სუნი, შავი ძაძები,
ხმალი, სისხლი და შვილო ონისე...
კიდევ ათასი, ათჯერ ათასი,
გამარჯვებისთვის იბრძვის ორივე.
და დრო კი მიდის, ეჰ რარიგ იწვევს,
ცისფერი ფერი, წითელ ალიონს,
ქარი ჩადგება, ქნარი მიწყნარდება,
მდიდარმაც, ღარიბმაც, ბოლომდე დალიოს.
და ვინც არ დალიოს, ისევ თავიდან,
ათჯერ ათასი იმშვიდობიანებს,
აოხრებული ჩვენი სამშობლო,
კვლავაც თავიდან იმშობიარებს.
და ვაი მას ვინც, გზა წიწამურის,
ეკლის გვირგვინით არ გაიაროს,
ადიადდება ქვეყნად ათასი,
რომ ცივმა ნისლმა გამოიდაროს.
გამოიზამთროს ერმა დიდებით
და სხივთა ფრქვევით ამცნოს წაგება,
რომ ჭორის ერთად ათი ათასმა,
ძლივსღა შევძელით გაზვიადება.
და ჩვენ შევძელით, მაინც შევძელით,
ქართა შრიალში ალმის აღება,
და მომილოცავს და გისამძიმრებ,
ჩემო სამშობლოვ, დასაფლავებას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი