ღმერთო არ მიკვირს, ვფიცავ მაოცებს


ღმერთო არ მიკვირს, ვფიცავ მაოცებს,
უცხო სამყაროს სუნთქვა ხმიანი...
ხელში ვერცხლით და ზოგჯერ სანთელით,
შენში ამდენი ადამიანი.

ღმერთო არ მიკვირს, მაგრამ მაოცებს,
ხელგაწვდენილი ბავშვის ცრემლები.
რომლის თვალებშიც შენი სამყარო,
მაგონებს წვიმას ცხელი წვეთებით.

ღმერთო არ მიკვირს, მაგრამ მაფიქრებს,
ამდენ ავსულს რომ ნიღბით წონიან,
ლაჩაქმოხვეულ იუდას მკერდში,
გული თუ ძგერდეს... არამგონია.

ღმერთო ეს მიკვირს და თან ვჩუმდები,
ვდგავარ მოხრილი ათას მართალში,
გულს და გონებას რად ვერ შეუწყვე,
ჰანგთა წკრიალი ხმოვანებაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი