დუელი გრძელდება


იმტვრევენ წელებზე ნაგლეჯებს მალულად,
გალესილ ჟარგონებს ყავლი აქვთ გასული,
ავსულს და ავყიას ქეჩოში ფარულად
ეფინათ ფებუსის ფრიალა ფსალმუნი.

აქაოდ გავხედე, ნათქვამი მეწვოდა,
ფერხულში დიაცნი ერთმანეთს სჯავრობდნენ.
ნაწვალებ თავლიდან ხმაური მესმოდა,
ბეღელში ქალწულნი ბალღურად ბღაოდნენ!

ხარბობდნენ ვაჟები, ბოშათა მხარეში,
ულაყთა ხრიალი ახრჩობდა ცხრაწყაროს,
ჩამწვარი სისხლივით ეფინათ თვალებში
და ელვა მათრახად ერტყმოდა სამყაროს,

ღმერთებმა ინებონ კიარა ამ ქვეყნად,
თეიზმის მიმდევარს ვერ ნახავ იცოდე...
დამდნარი ვერცხლიდან ჯვარი რომ შეკერა,
დამფრთხალმა დილამდე მუხლებზე ვილოცე.

აქ სიცხე მატულობს, დალეწეთ ფანჯრები,
ან თუნდაც ჩარაზეთ ცალ ფეხზე მკიდია,
ისმინეთ მოკვდავნო ბებერთა პათოსი
ბოჰემურ ბალადებს რომ ჩაჰკიდებია.

ბანოვანთ პატიჟი სჩვევიათ საქვეყნოდ,
ბერმუდის სამკუთხედს უკუღმა ხაზავენ,
ბარდნალთა ბორანის არ მესმის საერთოდ,
არ მესმის იუდას დღემდე რომ ლანძღავენ.

არ მესმის ორაკულთ რად ეცვათ ძაძები,
არ მესმის მჩხიბავებს ძელზედ რად აკრავდნენ,
არ მესმის ზვარაკთა ღვთიური ფანდები,
არ მესმის მნათები სმენას რად ჰკარგავდნენ,

ღმერთებმა განაგონ! მოკვდავნო იყუჩეთ...
ყელში მაქვს გაჩრილი ქველთაგან ყვედრება!
მე დაფნის გვირგვინით შემკული გეახელთ
და რიგში ჩადექით, დუელი გრძელდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი