ღვინის სმას მე ვერ ვშორდები


ღვინის სმას მე ვერ ვშორდები,
ჩუმად ვსაუბრობ ღმერთთან,
რომ შენ რაც უფრო მშორდები
უფრო ახლოს ხარ ჩემთან...

დღითიდღე იგივ ფიქრებში,
ვეხვები კითხვას ვერ ვბედავ,
მაგ შენს სევდიან თვალებში
რა იმალება ნეტავ?

ვიცი ვერ შეცვლის სიზმრები,
რაც დაწერილა ღმერთთან,
ნუთუ ასეთი ძნელია,
რომ იყო მხოლოდ ჩემთან...

გაჰყვება დღეებს დღეები,
წუთებს წამების წყება,
და რაც მინდა რომ გითხრა,
რომ გხედავ მავიწყდება.

არ მიყვარს კარგო ფიცი,
პირობის მივიწყება,
რასაც ვერ ვამბობთ ვიცი,
თვალებში იკითხება.

მარტის შეშლილი მზერა
და ლურჯ მაისის სითბო,
ოხ როგორ მენატრება,
ღვთიურ შარბათის სიტკბო.

და მის ჰანგებში მშვიდი,
ზღვის ტალღთა აღქაფება,
არც ისე გრძელი ხიდი,
შენ როგორც გესახება.

და მე არ ვიცი ახლა 
რა დროა როგორ გადის,
მე როგორც უფლისწული,
შენ როგორც ნაზი ვარდი.

რაც კი დამრჩება შენგან,
უცხო ალერსით კარგო,
ვერაფრით დაგივიწყებ
თუნდ სულ მთლად დაიკარგო.

და ეს წერილიც ვერ ამბობს,
იმას რაც უნდა მეთქვა
და მაპატიე ძვირფასო
თუ სიტყვა გამიგრძელდა.

ღვინის სმას ჯერ ვერ ვშორდები,
თან ვმუსაიფობ ღმერთთან
და შენ რაც უფრო მშორდები,
უფრო ახლოს ხარ ჩემთან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი