და ასე დამრჩა ამოხეული ფურცელი გვერდის...
და ასე დამრჩა ამოხეული ფურცელი გვერდის... დაჰქროდა ქარი ველურ ქალივით მკოცნიდა ვიღაც, ოოო მე არ მინდა, ნუ მომაგონებთ, თუ ღმერთი გწამდეთ, ხელებბორკილს რომ ავხორცობაში დამედო ბრალი. საზარლად ქროდა ქარები თმაში, თამაშში ამიყოლიეს ერთხელ ქალებმა, ვაი საცოდავს არ მისწავლია მე იგი ადრე... და ახლა მტკივა საყელოს მარცხნივ, საშინლად მტკივა, რომ უცაბედად და ნიავივით გამოვიცვალე. და მე მიყვარდა და მე ვუყვარდი იყო აპრილის საღამო ნაზი, ლარნაკში ორად ჩაწყობილ ვარდებს ფურცლებს აცლიდა ვიღაც ჯაბმაზი. ვწვალობდი ასე სულშეხუთული და ვიღაც ქალი მღადრავდა ყელთან, ღამენათევი ქალიშვილივით ვბორგავდი სულისამომღლეტელთან. ქარები ჰქროდა იყო ავდარი, დავთარში მშვიდი სიზმრები მეწყო, ოოო ღმერთო ჩემო, ოოო ღმერთო ჩემო: - დამაგვიანდა? - დრო აღარ გეყო! - კვლავ რომ დაგეწყო? შენი დამსკდარი ტუჩები მახსოვს" წარმავალია რაც იყო ადრე, გუშინ, ახლა და რაც უნდა მოხდეს... ჰა ჰა ჰა ჰა ჰა მხოლოდ ოსტატებს და დიდოსტატებს არ გვჯერა მაგის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი