ოოო მე არ ვიცი


ოოო მე არ ვიცი, არ მჯერა ვფიცავ
ამ უცხო ხალხის გარს რომ მარტყია,
თავს მოვიკლავდი მაგრამ ვაი რომ
ეს ჩემს სიცოცხლეს სულ არ არგია.

დანგრეულ ნიღბებს, უსულო სხეულს,
არასდროს ქვეყნად არ უვარგია...
თავს დავიხრჩობდი მაგრამ ამ ეულ
ტანჯვა-წამებას რაში არგია?

უგულო სიტყვებს სულს რომ მიბზარავს,
ჩემში გრძნობები დაუდღაბნია.
თავს მივაკლავდი მაგრამ ოჰ მზარავს
შავმოხვეული მშობლის მანტია.

და ეს ცხოვრების ყოფად ჩავთვალო?
ჰა ჰა ჰა ჰა ჰა, სრული ფარსია.
თავს მოვიკლავდი მაგრამ საბრალოს
ჯერ თავის მოკვლა არ მისწავლია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი