მეტი მე რაღა ვთქვა,
მეტი მე რაღა ვთქვა, ჩამაკვდა ფიქრები, დილიდან არიოლს ელიან უგონოდ. აპრილიც მიდის და თავისი მიზნები ამა ხმის გამგონეს გადაჰყვა უღონოდ. ასეა, ზოგიც კი მხარხურჯინ ალიონს, უცდის და ფიქრებით შეკაფა ბილიკი. “ხვალლიდან დავიწყოთ, ხვალიდან დავიწყოთ” გაისმის ოთახის ფანჯრიდან ქვითინი. აქ არვინ არ მოვა… დასაჯეთ უგვანო! და გული გაუპოს ნალესმა დანამა, ოხშივარ ასული, ყვითელი უდაბნო ჟუჟუნამ გუშინ წინ შარბათით დანამა. ქარია, ისმის ხმა, მერე თქვით ამდენი, რამდენი საათი გაჰლიეს უგონოდ?! ლოთმა, რომ ცრემლებით არაყი დალია იმ ღამით ვუკრავდი გიტარას უნოტოდ. კვლავ ისევ ელით და კვლავაც სხვას ელიან. უღონოდ ჩამავალ მზის სხივის მთხოვნელი… მე როგორც ფიქრებით გატენილს მელიან, დარდების მგროვებელს მეძახდა ჩოხელი. ის ხიდიც ჩატყდა და რამდენი წელია გავჰყურებ ნაპირებს ალალაგ დასერილს, არავინ არ მოვა, ოჰ რა რიგ ძნელია, ფოტოს, რომ უკან ვდებ დრო ჯამით დაცრეცილს. ხალხი კი ანაზდად იყუჩებს უდროოდ, ზოგჯერ აქ ახლოს და თანაც ხომ არცერთი, კედლებზე წარწერებს ვაკეთებ უღონოდ: „მე ერთი ლოთი და შენ ჩემი ქალღმერთი“ კაცი კი ლოდია, უფსკრულში გაჩეხილ ჯირკვებად, რომ უდგას სული და ქვითინებს. ცალხელში ვერცხლი და მორალებს გატეხილ ცრემლის თუ გოდების მორევში იძინებს. ბოლთას ვსცემ შიგნით მე სიგარეტს ვეწევი, ფიქრებმა ჩამაკლა გრძნობები უღონოდ... მოვიდნენ და თუნდაც დრო იყოს ცამეტი გავსებულ ჯიბით თუ მხარუხურჯინოდ. მოვიდნენ! მე კვლავაც იგივე დინებით, ღიმილით დავხვდები ლოთსა თუ დარდიანს. ფანჯრები გუშინ წინ შევავსე მინებით, ნუ უშლით, მოვიდენენ... ფიქრები დაჰქრიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი