წლებმაც იცვალა ფერი ტილოზე


წლებმაც იცვალა ფერი ტილოზე
და გახუნებას გაუჩნდა ბზარი,
მე კი კვლა ბუხრის ძირას ვზივარ და
ფიქრებს დავუგე ქვეშად ზეწარი.

ვფიქრობ, ვინა ვართ? რა გაგვაჩნია?
რა შეგვიქმნია ქვეყნის სადარი? 
ჩვენ რომ ცოდვილნი მიწას ვამძიმებთ
სამყოფად ესეც კმარა ვარამის,

მრავალდი დღენი გარდასულია
ადამის დღიდან დღემდე მავალი,
„დრონი მეფობენ, არა მეფენი“
„ვაჰ დრონი დრონი“ დრონი მტარვალი...

ასე ვფიქრობდი მე ბუხრის პირას 
და თითქოს ნატვრამ გამიღო კარი,
რა მოხდებოდა, რომ ყველაფერი
ისე დასრულდეს, როგორც ზღაპარი.

რადგან დასასრულს რომც არ გვინდოდეს, 
მაინც შევხვდებით დღისით თუ ღამით,
როგორც მასპინძელს ქვეყნად ჩვევია 
ისე მიგვეღოს ჩვენი სტუმარი.

და როცა ერთ დროს სძლია ბოროტსა, 
კეთილმა მისი ნამოქმედარით,
პირნათლად ასე ჩვენ წაგვეკითხოს 
უკანასკნელი ჩვენი ზღაპარი.

წარსული მხოლოდ გრძელი გზებია,
მოგონებები საგძალი არის... 
სხელს, რომელსაც ახლა სრულად გრძნობ
მოვა დრო როცა ერქმევა მკვდარი.

ჩემი ნატვრა კი მხოლოდ ერთია, 
რომ სიცოცხლეში გვიყვარდეს ხალხი
ვერც კი შეამჩნევთ, ეჰ ისე მოვა 
უკანასკნელი ფურცელი ზღაპრის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი