ვდგავარ მდუმარებით აღვსილ წიაღვში და


ვდგავარ მდუმარებით აღვსილ წიაღვში და
თოვლი ნამქერალი მათოვს წყვდიადივით,
ირგვლივ გარს მარტყია ხალხი ნაპირს პირას
ზოგი გონიერი, ბევრიც ფლიად დიდი.

ზოგი დატვირთული სახლში დოვლათით და
ზოგიც ქე აგდია მიწას ყაჩაღივით,
თვალებ მობრიალე, პირგადაღებული,
ლეშად ჩანაქცევი ძველი ნაჩვარივით!

ზოგი არას მქონე, ჯიბე ღარიბი და
გული სულის ერთად ენაც კალამივით,
მისი სიღარიბე ბრბოსთვის დამცინავი,
მაგრამ ჭკვიანისთვის მეტად მოსარიდი.

ერთნი მარცხენთ სდგანან ფულით მდიდარი და
სულით ჩანარეცხი ძაღლის ბალანივით,
ზოგნი მარჯვენთ სდგანან გულით მდიდარი და 
ბრბოსგან განსხვავებით სდუმან აისივით.

ისევ მდუმარებით აღვსილ წიაღვში და
მიტკალ გახვეული გუბე წყვდიადივით,
ვდგავარ იმათ შორის კვამლში გახვეული
ყველას თანასწორი, არვარ დიადივით.

მხოლოდ მსჯელობა მაქვს ფიქრში ბაასით და
თითოდ გარდავჰყურებ მსგავსად მავანივით,
ბრძენნი ისე სდუმან, როგორც ზამთარი და
ბრბოსგან ბევრგან ისმის ქება ყაყანივით...

აღარ გავაგრძელებ ფიქრი ამად ღირს და
გონმაც ასე მითხრა სიტყვა წამალივით,
უკან გამოვბრუნდი ნელი სიარულით,
რადგან არა მქონდა წილი იმათივით.

მერმე მივაშურე ადგილს ჩემსა ბინათ
ჩემსა სწორში არვარ სხვისგან ნამადლივით,
არვარ ბრბოში მყოფი, როგორც ყაჩაღი და 
არმაქვს ბრძენთა ენა მსგავსად კალამივით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი