მარტის შაბათი
დღეს შაბათია, მარტის შაბათი, აჰ კიდევ მესმის მწარე კამათი? ვინ ურჯულო და ვინ უკუღმართი, რა სიმდაბლეა ღმერთო ეს ფართი? მორჩა გათავდა, მეფეს შამათი! მე დედოფლისგან მომდის ბარათი: გაჰფუჭებია თურმე სანათი მაგრამ არ დარდობს, აქვს მისამართი, დავყევი შუკას მძლავრობს აღმართი მერე კი მოჰყვა იმას დაღმართი და მომაგონდა მწვანე ხალათი რომლის ჯიბეშიც ჩავდე სანათი ამოიწურა თქვენი საათი! ამოიწურა თქვენი საათი! გაჰკივის ქუჩას მღელვარე მნათი ქალი კი ამბბოს: - „ერთიც და ათი“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი