აგრე უკვე ორმოცდა ათს გადავცდი


გიორგი აღნიაშვილი

აგრე უკვე ორმოცდა ათს გადავცდი,
ცხოვრების გზა მაღლა უკვე ავლიე,
ჩემი დარდი და ოცნება გულში მაქვს, 
იმედი კი გულში ვერ გამოვლიე,

ბევრი შხამი და სამსალა დავლიე,
ბევრი წყენა სულში დაღად მაჩნია,
რა ვქნა ძმაო მტრობა ვეღარ ვიკადრე,
არც ვინმესი შური არ გამაჩნია,
ჩემი მქონდა, 
რაცა მქონდა, 
თავი იმით გამქონდა, 
ბედთან ჩივილს არ ვიკადრებ ოდესმე. 
სადაც ვიყავ კახეთში თუ რაჭაში,
შოვის ტყეში, შაორზე თუ რიონზე,
ბარაკონის ხატთან გულით ვილოცე,
ნიკორმინდას დავიფიცე მირონზე,
იქ კახეთში გულის ძალამ იმატა,
ალაზანში ცოდვა ჩამოვიბანე,
ნინოს ჯვარი ბოდბეს მირონს აფრქვევდა,
აქ ნეკრესი უფლის თანამესაყდრე,   
ალავერდში ღვინით სავსე ფიალა, 
იყალთოში ცოდნა უფლის ზიარად,
გრემის გრგვინვა იმედად და ფხიანდ . . .
ასე ვცხოვობ, ძმებო ასე ვიცხოვრე,
ბოღმა, შური არ მქონია ულუფად,
არც ვინმესი ვერცხლი არ მინატრია,
არც ოქროზე თვალი არ დამრჩენია,
აგერ უკვე შუა ასაკს გადავცდი,
იქნებ ხვალე მომიკითხოს სიკვდილმა, 
მაგრამ მთვრალი აბა სად წამსვლელი ვარ?
 სიკვდილისთვის მე ჯერ არ მცალია,
იქ ლომებთან ვტოლიბაშობ, ვთამამობ.
 არწივებთან ვახტანგურად დავთვრები,
აგერ ქედნბს დავერევი . . .და
ვნების ცეცხლში გავთბები,
ასე ვცხოვრობ,
 ასე ვხარჯავ სიცოცხლეს,
ალბათ ვიღაც დამიწუნებს საქციელს . . .
მერე რა თუ ნატვრის თვალი არა მაქვს?
კაცი ვარ და ჩემი ლელოც მე გამაქვს. . .

„ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე
ნახევარი კიდევ გასავლელი მაქვს“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი