ლეგენდა "გულის მყინვარზე"
გიორგი აღნიაშვილი ლეგენდა „გულის მყინვარზე“ სვანეთში არსებობს მყინვარი, რომელსაც ჰქვია „გულის მყინვარი“ . არსებობს რამდენიმე ლეგენდა ამ მყინვართან დაკაშირებით და მინდა ერთერთი შემოგთავაზოთ. ყაბარდო - ბალყარეთის ლეგენდების მიხედვით. ( ეს ლეგენდა ერთგვარი ნაკრებია „გულის მყინვართან“ დაკავშირებული ლეგენდებისა. სხვა თქმულებებსაც შემოგთავაზებთ „გულის მყინვართან“ დაკავშირებით. ) ერთხელ ღმერთან სიკვდილის ანგელოზი მივიდა და მორიდებით უთხრა. „ღმერთო დედამიწაზე ადამიანებს სიკვდილის დრო რომ უწევს ვერა კვდებიან. სიკვდილ -სიცოცხლის ზღვარზე არიან. არც მკვდრებში წერიან და აღარც ცოცხლებშიო“ გაოცდა ღმერთი და მიზეზი ჰკითხა სიკვდილს. სიკვდილმა კი მიუგო „ ადამიანებს შენ შთაბერე უკვდავი სული, ისიც ადამიანის გულში იდებს ბინას და სანამ სული არ განეყრება გული ფეთქავს ამიტომაც ადამიანიც ვერა კვდებაო“ ღმერთი გაფიქრდა. სიცოცხლს ანგელოსი იხმო და უბრძანა „ წადი დედამიწაზე და ააგე სულთა ტაძარი, ვისაც ჟამი მოუწევს გარდაცვალების მის სულს შენ ჩაიბარებ და და შემდგომ შენს ტაძარში მიუჩენ ბინას. ხოლო ვინც უნდა დაიბადოს მის გულში შენ დააბუდებ ჩემგან კურთხეულ სულს რომ გულმა იფეთქოს და ადამიანმა იცოცხლოსო“ სიცოცხლის ანგელოზი დაბრუნდა დედამიწაზე. ღმერთის მამულში ააშენა სულთა ტაძარი და შეუდგა ღმერთის ნების ასრულებას, მხოლოდ სიკვდილის ანგელოსს არ ჰქონდა უფლება ტაძარში შესვლის, რადგან უკვდავ სულს არასოდეს უწერია სიკვდილი. ღმერთმა ტაძარის გუმბათი თოვლით და ყინულით დაფარა და კარი ლოდებით დაგმანა რომ უცხოთა ხელყოფისაგან დაეცვა იგი. ამბობენ როცა ღმერთი მიწაზე ჩამოდის გულის ტაძარს ესტუმრებაო პირველად და სულებს ეკითხება დედამიწაზე ადამიანთა ყოფის შესახებ. მხოლოდ ღირსეულთ თავიდან ამკვიდრებს სიცოცხლე ბოძებულთა გულში, რომ ქვეყანას კიდევ ერთხელ ემსახუროს ღირსეულად და საკუთარ სამშობლოს კი თავდადებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი