ერთი ყლუპი ბედნიერება
გიორგი აღნიაშვილი ერთი ყლუპი ბედნიერება სკოლიდან მომავლებს ეკლესიის წინ უნდა გაგვევლო. ლამაზი ეკლესია გვაქვს უბანში. მერცხლის ბუდესავით პატარა და ოცნებასავით სანუკვარი. სკოლაში მომავლები ეკლესიის წინ ვჩერდებოდით პირჯვარს გადავიწერდით და ისე ვაგრძელებდით გზას სკოლისკენ. ერთხელაც ეკლესიის შესასვლელთან, სადაც ეკლესიის მრევლისგან მოწყალების მოლოდინში ორი მოხუცი ქალბატონი იჯდა ერთი მამაკაცი შევნიშნეთ. ძველი დაკონკილი შარვალი ეცვა. ეტყობოდა მოწყალების სათხოვნელად იყო მოსული ეკლესიაში, მაგრამ სურვილის გამჟღავნებას ერიდებოდა. იმ დღეს წესისამებრ სკოლაში მიმავლებმა პირჯვარი გადავიწერეთ და ისე გავნაგრძეთ გზა. როგორც იქნა დამთავრდა გაკვეთილები, სახლისაკენ გულმოდგინე მარიფათით მივისწრაფოდით, მაგრამ . . . ეკლესიასთან საოცარი სურათის მოწმენი გავხდით. ის მამაკაცი მადლობას უხდიდა იმ ორ სამოწყალოდ მჯდომ ქალბატონს და კიდევ ჩვენს დეკანოზსს . . . ქალბატონებთან საუბარის ნაწყვეტს მოვკარი ყური „ ბატონო თქვენ ნუ იკადრებთ აქ დაჯდომას, მეომრის ადგილი არ არის მათხოვრების გვერდით, საღამოს მობრძანდით და ფული რამდენიც შეგვიგროვდება იქიდან გიწილადებთ, შვილიშვილებს როგორ უთხრათ ომის ვეტერანი სამოწყალოდ დაჯდა თქო ჩვენს გვერდით?“ გამიკვირდა, პირველად გავიგე რომ მათხოვრები ფულს უწილადებდნენ ვინმეს ან მეომარი რატომ უნდა მჯდარიყო მათხოვრად? იმ წუთში საოცრება მოხდა. უთქმელად ვისაც რამდენი ფული გვქონდა ჯიბეში მთლიანად იმ ორ ქალბატონს ჩაუყარეთ კალთაში . . . ვიღაც ჩვენმა სკოლელმა იკითხა „ პირდაპირ ამ ჯარისკაცისთვის მიგვეცაო ფული? იქვე უფროს კლასელმა გოგომ პასუხიც მიაგო „ კაცია, მეომარია და შეურაწყოფად არ მიიღოს, მერე რა რომ უჭირს და ლუკმა პური ენატრება“ . მაშინ თითქოს რაღაცას მივხვდი, მაგრამ ვერ აღვიქვი რიალურად რა ხდებოდა იქ . . . პირი გაუშრა ჯარისკაცს . . .ჩანთიდან წყლის ბითლი ამოვაცოცე და გაუწოდე . . . გამომართვა წყალი დალია და მითხრა „ ერთი ყლუპი ბედნიერების მადლი შეგეწიოს პატარა მეგობარო“ . მეორე დღეს გავიგე, იმ ქალბატონებს მთელი ფული იმ ვეტერანი მეომრისთვის მიუციათ . . . ისიც გავიგეთ რომ ჩვენი ტაძრის წინამძღვარს სტიქარი უბოძებია მისთვის და ტაძარში სტიქაროსნად დაუდგენია ომგადანახადი და რამდენჯერმე დაჭრილი მეომარი . . . საოცარია არა? მამაოს უთქვამს ყოველი მებრძოლი „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველია“, რადგან საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლების სამსხვერპლოზე მიაქვთ საკუთარი ნებით და ამით სიკვდილზე მაღლდებიან, რამეთუ მათი სახელის უკვდავყოფა ერის ვალია და ისე ადღეგრძელებენ ომში დაცემულთ როგორც ცოცხლებს“ იმ მეომრის სიტყვები დღესაც ჩამესმის ყურში „ერთი ყლუპი ბედნიერების მადლი შეგეწიოსო პატარა მეგობარო“ . ალბათ ყველაზე სანუკვარით დამლოცა მრავალ ჭირგანანახადმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი