უცნობი - ნაცნობი
გიორგი აღნიაშვილი უცნობი - ნაცნობი ტელევიზორი გამოვრთე. გადაცემამ განსაკუთრებული გრძნობა გაამეფა ჩემში. არ დავმალავ, უიმედობამ შემომიტია. ჩემს მეგობარს დადავხედე, დივანზე ჩამომჯდარიყო და ვეება ტორებში ჩაემალა სახე. მდუმარედ შემომხედა. მის თვალებში გაოცება ან . . ., არა, კითხვებზე პასუხის მომლოდინე კაცი დავიახე. მან წყალი მოსვა. ერთ ხანს მდუმარენი ვისხედით. ნანახს ვაანალიზებდით . . . დუმილი ჩემმა მეგობარმა დაარღვია . . . - რა გვჭირს გიორგი? - რა გვჭირს? ყოველგვარი ეროვნულისთვის ტალახის სროლა თავაწეული მონების და ვასლების ერთ-ერთი საშუალებაა ერთგულება დაუმტკიცონ საკუთარ „უცხო „ბატონს . . . - გიორგი, როცა საერო ცხოვრებაზე უარი ვთქვი და სასულიერო ცხოვრება ავირჩიე, დღეს მორჩილებაში მყოფმა, ეკლესიურ მოვალეობად ქვეყნისა და ერის სამსახური დავისახე მიზნად, დღესაც „აქა ვდგევარ“ . იცი რა მაოცებს, რომ დღეს გარეშე ბატონის ნებით „გაიცემა ნებართვა“ ერისკაცობაზე და პატრიოტიზმზე . . . - მთლად მასე არაა მეგობერო . . . მეგობარს გაეღიმა. - გიორგი, ჩვენში ცხვრებზე მეტი მწყემსია, მწყემსს კი ქოფაკთა ჯოგი ახლავს თან და ამიტომაც არ წყდება გნიასი, მგელი კი უდტრტვინველად იტაცებს ცხვარს . . . - მწყემსიო ახსენე, ისინი ვინც „ მწყემსობისთვის“ იბრძვის ხშირ შემთხვევაში მედროვენი არიან და მათთვის სულერთია ვის ემსახურება, მხოლოდ ფულს და მდგომარეობასა აქვს მათთვის მნიშნელობა. - გეთანხმები. აგერ უყურებთ ჩევენ განმანათლებელთ თუ როგორ ცდილობენ თაობების აღზრდას „უცხო“ მეთოდებით, ნამუსის ქუდი სურთ რომ მოხადონ ვაჟებს და მანდილი გაათელინონ ასულთ, ადამიანის სულიერი სამყარო ბავშვობაში თუ დამახინჯდა მისგან „პიროვნებას“ ნუღარ ელი. ალბათ ესეცაა მიზანიც . . . ჩვენში „დაბოლების“ პოლიტიკა მეფობს რადგან „ ეროვნული ცეცხლი“ ბჟუტავს გიორგი. - ასეა, სამწუხაროდ ასეა . . . - მერე, შენ რას შვრები? „მწერალი ვარო“ იძახი, თავიც მოგწონს ალბათ, ხიბლში ხომ არ ჩავარდი მეგობარო? - არა, ჩვენც ვიბრძვით, მხოლოდ ასპარეზი დაგვიმოკლეს ფრიად . . . მე და ჩემნაირები „მასოვკაში“ მოგვაქციეს და ალბათ შესაფერის დროს ელიან, ჩვენზე, „ეშმაკებზე“ ნადირობის სეზონი რომ გამოაცხადონ. - ხოოოო . . . - დღევანდელობა ლომების წინაღამდეგ ამხედრებულ ცხოველთა ბრძოლას ჰააგავს შემდგომ ტურები რომ გამეფდნენ,რამეთუ ტურები ბევრნი არიან . . . - კარგი ნათქვამია „ლომო“ . . . იმ კაცზე რას მეტყვი . . . - რა გითხრა? საქართველოში ვინც ფულის დაგროვება ისწავლა ხელმოცარულნი ასწავლიან ანგარიშს . . . მეგობარმა გადაიხარხარა. - კარგი ნათქვამია გიორგი. გამიგია ძაღლი ძვალით რომ სცემო არ ეწყინებაო, მაგრამ ძაღლების მეგობრობა მათთვის ერთი გადაგდებული ძვალით მთავრდება იცოდე. ჩვენ კიდევ ერთი ჭირი გვჭირს გიორგი, ინტელიგენციის მნიშვნელოვაანი ნაწილი ვერ გარკვეულა რომელ ნაპირზე დადგეს და „ უარმყოფილი“ მდინარე იტაცებს მათ . . . გიორგი, ამდენი ხანია სამწერლო ასპარეზზე ხარ გამოსული და რომელიმე პრემიის ლაურიატი თუ გამხდარხარ როდისმე? - კი ( გამეღიმა მე) „უსახელო პრემიის“ ლაურიატი ვარ, ისე როგორც ბევრი სხვა . . . - სადღაც წავიკითხე „უარყოფა მათი წესია ვისაც შექმნა არ შეუძლიაო“ - ალბათ ასეა . . . ასეა . . . - კომფერენცია რომელ საათზეა დაგეგმილი? - შვიდ საათზე დაიწყება . . . - რომ დავესწრო ხომ არ გეწყინება? - არა . . . - მინდა დავესწრო და . . . შენ არ მიცნობ, მე არ გიცნობ . . . - როგორც ინებებ . . . კონფერენცია მწვავე დებატებში გადაიზარდა. ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობათა უფლებებს იცავდნენ მავანნი, მავანნი ქვეყნის ტრადიციების რევიზიას სთავაზობდნენ საზოგადოებას, თავისუფლების „მეხოტბენი“ „სიტყვათა ბაირაღს“ დააგელვებდნენ აზრთა ჭიდილის ქარიშხალში. „ . . . თავისუფლება . . .“ თემა დათარეშობდა კიდით კიდემდე. დავაკვირდი, „ვიღაც უცნობი“ ბერის ჩოხაში გამოწყობილი დაიძრა ტრიბუნისკენ, სხვები თითქოს ვერც ამჩნევდნენ მის არსებობას. დაუბრკოლებლად მიუახლოვდა ტრიბუნას და მიკროფონზე თითით დააკაკუნა, დინამიკებმაც უცნაური ბოხი ხმით უპასუხეს „უცნობს“. დარბაზი დადუმდა, მრავალი წყვილი თვალი ინტერესით შესცქეროდა . . . - გისმენთ თქვენ და მიკვირს უმეცრება სწავლულთა, რამეთუ გონება თქვენი არს არა მსახურად ერისა, არამედ მსახური „უცხოთა“, რომელთაც იწვევთ ბატონად რაითა ეყმოთ. მე მინდა გკითხოთ თქვენ, გინახავთ კი სასო წართმეული, მიწა წართმეული, გასხვისებულ სამშობლოში თავისუფალი ყმა? რატომ თლით უღელს ქედზე დასადებად როცა არავინ გთხოვთ ამას? რისთვის გსურთ სხვისი „უბადრუკი“ საკუთარი საუნჯის სანაცვლოდ? რატომ უარყოფთ წესს უფლისმიერს დედაკაცისას და მამაკაცისას ასე უზნეოდ? სხვის მიერ ნაბოძებ „მონური თავისუფლების“ სანაცვლოდ რად გსურთ განისყიდოთ უფლება იყოთ პატრონი საკუთარი მიწისა, ცისა და ქვეყნისა? რაოდენ დაეცით თქვენ. პასუხს რას აძლევთ შვილთა თქვენთა, შთამომავალთა თქვენთა რამეთუ ხიბლის სიბილწით საუკუნო მონობის უღელს უმზადებთ მოყვას ერისას. ემიგრანტები უცხოეთში სათვისტომოებს ჰქმნიან რათა არ დაკარგონ ქართველობა, თქვენ? ზნედაცემული ფიქრით და უცხოთა მსტოვრობით და მათმიერი საქმით საკუთარ მიწაზე გადაიქცევით ემიგრანტებად და ალბათ დიასპორებსაც შეჰქმნით, „ვაჰ დრონი დრონი“-თ ცრემლით იგლოვოთ სამშოლოში სამშობლოსთან გაუცხოვებას . . . დაფიქრდით, დაფიქრდით, დაფიქრდით . . . „უცნობმა“ ლაპარაკი შესწყვიტა, ერთი გადმოგვხედა მკაცრი თვალებით, ალბათ უფრო სევდით ან . . . მობრუნდა და დარბაზის გასასვლელისკენ გაემართა. დარბაზის კართან ისევ შეჩერდა, ხალხს გადახედა და წარმოსთქვა „ მონობის მოტრფიალე მეცნიერნი“ . გარეთ გავიდა და კარი მიიხურა. რამდენიმე წუთში მობილურ ტელეფონში შეტყობინება მივიღე: „ნათქვამია „ადამიანებს საკუთარი ღირსების შესაბამისი მსხვერპლის გაღება უწევთ“. დაფიქრდით . . .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი