თეთრი თავშალი


ცაში მიფრინავს თეთრი თავშალი 
დარდიან დუმილს უძღვნის სამყაროს
ცაში მიფრინავს თეთრი თავშალი 
დარდიან დუმილს უძღვნის სამყაროს 

ვდგევარ, იგრძნობა ირგვლივ რაღაცა, 
ხალხი კი ისევ თავდახრილია
ამისგან მოთქვამს ჩუმად ალბათ ცა 
ხალხი კი ისევ თავდახრილია 

ჰაერში სუნთქავს ის უხილავი, 
ნაზად და მარტო, მსუბუქი სევდით 
თავის ნებაზე ახლა ნიავი 
მიაქროლებს იქ სადაც დღეს ცეცხლით 

წვავდნენ სანაგვეს, წვავდნენ სანაგვეს
ისმის ალიდან  უხმო კივილი
თეთრი თავშალი ახლაც აწვალეს 
და ეს ჩუმი და წყნარი ტკივილი... 
 
ვდგავარ ისევე გაშეშებული 
თბილი ნიავი ქარმა შეცვალა  
თვალზე ცრემლები მომრავლებული 
ირგვლივ ყველაფერს ფერი ეცვალა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი