გიორგი ბუნდოვანი

მწერალი

გიორგი კახიძე (ბუნდოვანი) დაიბადა ქ. თბილისში 1969 წლის 12 აპრილს (როგორც ერთი წიგნის ეპილოგში წერს – “12 აპრილს გაგარინთან ერთად გავფრინდი კოსმოსში და იქ დავწერე პირველი ლექსი”). 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. გიორგი ბუნდოვანი 90-იანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა ახალ ქართულ პოეზიაში იგი დღესაც მონაწილეობას აგრძელებს მრავალ არტ-აქციაში, ჰეპენინგებსა და ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ პერფორმანსებში. მისი სამოქმედო არტ-არეალი ძირითადად არის ანდერგრაუნდში. “ჭეშმარიტი პოეზია – არ იყიდება! მდგომარეობაა! ნამდვილი პოეზია – ღმერთის მდგომარეობაა! ხელოვანნო, ნუ იქნებით დაკვეთილი, საკარო ხელოვნების მოტრფიალენი!

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი