ზამთრის სურათი


მოჩანდა სივრცე, სარკმელიდან, ვით ყრუ კედელი,
რადგან ფიფქების მოდიოდა თეთრი კოჰორტა
და გიზგიზებდა ტკაცა-ტკუცით დიდი ღუმელი,
დროგამოშვებით ნიავს კვამლი შინ შემოჰქონდა...
და გამურული ფარდების ქვეშ იწვნენ კატები,
გარეთ მურიაც აღარ ჰყეფდა, ზამთრით დაღლილი,
ჩაუცვამთ ოდებს თოვლის თეთრი პალეკარტები,
გაბრწყინებულსა, სოფელს თავზე ადგა არილი... 

დიდ ღუმელში კი ტკაცა-ტკუცით იწვოდა რთხმელი
და მარტოკაცის უთქმელ სევდას თან იფერფლავდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ2 კვირის წინ

მაგარი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი