მანასიკა


მანასიკა

ფენტეზული მირაჟია,
სიზმარია ცის.
ფორთოხლისფერ დირიჟაბლებს
დაუფარავთ ცა.
თოლიები მოფრინავენ,
მოფრინავენ ძირს,
ჰელიუმი ფეთქდება და 
საკუთარ თავს წვავს.

ზოგჯერ, წამის გაელვება
            ერთ სიცოცხლედ ღირს - 
მოუყვება სიხარული 
            საცრემლეთის ღარს.
ჭიანჭველის ჯაჭვები ცხელ
ქვიშის ჯამბარს ჭრის, 
კოლეუსით ამომევსო 
კალაჰარის ჭა.

ესკაპია. 
საკუთარი ოცნებების შლა.
ვარიანტი - 
სხვა ცხოვრების საკუთარი შრე,
გაშვებინებს დაშვებებს და 
უკანასკნელ შანსს
მანასიკას მანუსკრიპტულ ეტრატებში წერს. 

©გიორგი გულუა

2026 წ. 20 აპრილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი