ინტერვალი
ინტერვალი ოდესღაც გვქონდა საერთო ბინა, საერთო სახლში მომგნები რუკა და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ - დავკარგეთ სახლი, დავდექით ყირას. სანამ ზეცისას მაყვედრი, მინამ ნაღმზე შემდგარი ვისვრით პეტარდებს. მივუახლოვდით ნელ-ნელა ფინალს, კავატინადან - კაბალეტამდე. იის კურცხალი შეახმა კილანს, წერა იყო თუ კელტური პუკა - რა შავმა კატამ გადაგვირბინა, რომ შუა გზაზე გავბრუნდით უკან. ვიღა მოიგებს ყოფასთან ნაძლევს?! ომში დაღუპულ გმირივით 'მძინავს' და ჯვრებს ვარიდებ უშენო ტაძრებს, თითქოსდა ღმერთი იყავი წინათ. კისერს მომწყდარი ჯვარი მიჭირავს, ღრმა ცისკარს მიაქვს ძილის სათვალეც. ავყურებ ზეცას და ის ბიჭი ვარ - 'მამაო ჩვენოს' რომ ვერ ამთავრებს. ©გიორგი გულუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი