სტაგნაცია
სტაგნაცია რა იცის ხალხმა შენზე უკეთ შენი ტკივილი?! თოვლი რძესავით შეშრობიათ ტუჩზე ბიუსტებს. ნუღარ მიყურებ ალბომიდან დრამა ქვინივით, მზეს ვერ მივუსწრებ! მხოლოდ ბავშვობა მაკავშირებს ციცინათელებს, როგორც საშენოდ განკუთვნილი ფიქრის მანტრები, ო, ღმერთო, გვედრებ, დრო კიარა ზეცა გაწელე, ყვითელკოპლება, მზეთუნახავ სალამანდრების. მედეასავით გამქრალია მისი ტაოხაც, არ გაგიკვირდეს, რომ ოცნებებს მიწა მარხავდეს. თითქოს აპრილი მოდიოდეს გულის საოხად და ნასესხების აბრუნებდეს გადასახადებს. გონი წკვარამად მოსდებია ღობეს და ყორეს და მონატრებას ისრუტავენ ხავსის ტუნდრები. ღამეს რომ ვათევ შენს საფლავთან, რწმენაა თორემ - აღარასოდეს არ დაბრუნდები. ©გიორგი გულუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი