პლაცებოს ეფექტი
პლაცებოს ეფექტი ღმერთია ჩვენი სულის პატრონი და რწმენა მისი მადლის პლაცებო. ჩვენ კი ერთმანეთს გულებს ვატოლებთ, რადგან ვაზროვნებთ, რადგან ვარსებობთ... მაგრამ თუ მიდგა საქმეზე საქმე და ქუდზე კაცის დაგვჭირდა სისხლი. შენი გულიდან გავაღებ სარკმელს და მტრის ანგარში ყუმბარას ვისვრი. ომებს, ირიბად წაკითხულ მორალს, ყიჟინას ბრძოლის, მამლის ნაყივარს, მხრების ჩამოყრით არ მივცეთ ფორა, რომ ღმერთს ვუყვარდეთ არაცალმხრივად. ამ წერილს, როგორც ტყვიების რეზერვს და პოეტს, როგორც მარაგის ვეზირს გწერ და კვლავ სისხლი ტრიალებს წრეზე, წინასწარ ჩასმულ კოდით და გეზით ხელისგულებზე მთავარი ხაზი, მაინც თავის გზით მიდის და უხვევს, რომ ფიქრები ჰგავს მაგნიტურ ფაზლეს უკუღმართ ბედზე მოცინარ მუხებს და ჩვენი ძმობის სიმძიმის წერტილს, მრავალ ედრსა და სულის ჰილეას, აპოგეაზე ძილს უფრთხობს მტრედი, თითქოს, სიმშვიდის სითაკილეა შორეულ, უთქმელ საზომის შკალით. რევმატულ ალღოს არანიჩბოსნის ძვლებში ჩაუდგა სიბერის კვალი და მზე ცურდება გემის კიჩოზე. ღმერთია ჩვენი სულის პატრონი და რწმენა მისი მადლის პლაცებო, რომ ჩვენ ერთმანეთს ვატოლებთ ჯიგარს და გულს ვიპარავთ, როგორც კაცები. (ეძღვნება: გიორგი მუკბანიანს) ®გიორგი გულუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი