ლაჟვარი


ლაჟვარი

ბავშვობაში, 
მხოლოდ ლაჟვარის ქარაფიდან
ჩანდა ცის დაცემა.
საკუთარ სახელს გავყვიროდი მწვერვალიდან - 
საფირონის სიკვდილამდე.
არა იმიტომ, რომ ვინმეს ვეძახდი... 

ერთ დღესაც,
ექომ დიდი ხნით დააგვიანა,
მობეზრდა ჟაკოს როლში ყოფნა, 
საკუთარი ენა ისწავლა,
კარმის ენა და მივხვდი, 
რომ მეტჯერ არ უნდა მეყვირა 
-
რადგან შემეშინდა 
დროის გასვლის, 
გაზრდის,
სიბერისა და 
უფსკრულის ისე დაპატარავების, 
რომ პასუხს არავინ გამცემდა,
რადგანაც აღარ ვიარსებებდი... 

გიორგი გულუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი