ეკლექტიკა
ეკლექტიკა ასიმილირდა ზღვა პროფირებთან შეერია და ისევ გაიყო. მეც სულ მარტო ვარ ჩემს პროფილებთან... მეც სულ მარტო ვარ - შენი არ იყოს. ქალაქში ვსუნთქავ მეტალის მტვერით... ნაპირზე ქარი დაათრევს კოდებს... ყანჩელის ფონზე უყვითლეს ფოთლებს - მამა მოუკვდა. ცის ვიტრინებზე გაშიფრულ ციფრებს, ამ ვირტუალურ ცხოვრების ციხეს, რაღაც დრო უნდა - გაუშვას ის, რაც აღარ ეკუთვნის, რომ იმუქრება სხვისი ბებუთით, მაგრამ შოუა - და შოუ ითხოვს, თავისუფლების მსხვერპლად შეწირვას. ჩემი აივნის მკვიდრი მერცხლები, ფესვებიდან შორს გადახვეწილან. ცა დაიშალა პიქსელ-პიქსელად. ზღვიდან კაპიტნის წყდება კავშირი... მზის ჩასვლამ პორტზე მიაბისერა და ვდგავარ ნაყინგამდნარ ბავშვივით. ალბათ, ესაა ცხოვრების გეტო, გეყრდნობი შენ და ციფრულ რიკულებს. არ გამიბრაზდე - ვარსებობ ღმერთო?! - როცა არავინ აღარ მიყურებს... © გიორგი გულუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი