აფიშა
აფიშა თეატრის დარაჯს ენა აება - თითით ანიშნებს საყვედურს ბავშვებს. ხალხი მოედო ბებერ მაედანს, ნისლი არტყიათ კისერზე კაშნედ და ქარი დაქრის თანამედროვე, კულისებს მიღმა იცდის ბომონდი... დაცვა კი ბავშვებს უბილეთოებს უმძაფრებს თავში "გოდოს მოლოდინს." და თვითონაც არ ეპიტნავება, ეს უსიცოცხლო როლი ჯალათის და რიგში დგანან ბრილიანტები ძლევამოსილი ათი კარატით. ფარდების გახსნით სალამს გაცვლიან დაიწყებს მალე სპექტაკლს კაბარე და დაცვა მაინც დიდი კაცია, რომ უბილეთო ბავშვებს აპარებს. დრომ ვერ მოშალა პრეფერენცია, ცხვირწინ დახურულ რკინის კარებით, სადაც ბავშვობა უმძიმესია, ქრიან აფიშის თვითმფრინავები. © გიორგი გულუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი