ნიცშეანური


Amor fati
ნიცშეანური

ჩვენ არ ვიცით 
ვაშლის ხე აცნობიერებს თუ არა
თავის მცენარეობრივ ხასიათს,
მაგრამ ნებსით თუ უნებლიედ 
სიცოცხლის ბოლომდე ვაშლის ხეა 
და შესაბამის ნაყოფს ისხამს.

ის არ ელოდება სამადლობელს გამვლელებისგან,
თუმცა უნებლიედ 
თაკარას ჩრდილად გარდაქმნის.

მიეცი სამყაროს 
შენი საუკეთესო ნაყოფი 
და შენი სახელი 
მიწას ჩრდილივით მიეკერება პირზე.

შენ შეგიძლია იყო კანონი საკუთარი თავისთვის,
მაგრამ გახდე თავისუფლების სიმბოლო კაცობრიობისთვის.

© გიორგი გულუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი