სამშობლოს სიამაყე


ლექსია სიამაყე ქართველი ერისა,
ლექსია მთხრობელი წარსულის ჩვენისა.
არამც თუ მარტივის არამც თუ მცირესი, 
არამედ რთულის, არამედ მძიმესი.
ძლიერი სულის, ძლიერი გულის, 
ქართველი კაცის, ქართული გულის, 
ქართველი ხალხის, ქართველი ერის,
რომელიც არცა დანებდა, თანაც არჩია
ქვეყანა თვისი არამც თუ სხვისი.
იბრძოლა მისთვის არამცთუ სხვისთვის,
იბრძოლა ძალით, იბრძოლა ნებით, 
იბრძოლა სულით, იბრძოლა ჟინით,
იბრძოლა მამით, იბრძოლა დედით,
იბრძოლა გულით, იბრძოლა ხელით,
და მოვიდა... ჩვენამდე სამშობლო ჩვენი,
არა უჭრილობო, არა უბრძოლველი, 
მაგრამ მამაცი, მაგრამ ძლიერი
არამცთუ შავი, არამცთუ ბნელი, 
არამედ სავსე, არამედ მთელი.
მოვიდა, ჩვენამდე მიზეზით ერთით, 
რომ ყოფილიყო სამშობლო ჩვენი.
არამცთუ დაგვევლო რომ მისთვის ხელი,
და გაგვეყიდა თავები ჩვენი.
არამედ დავიცვათ, არამედ გვიყვარდეს,
დედა, ღმერთი, ოჯახი ჩვენი,
სარწმუნო ჩვენი, ოცნება ჩვენი.
ვითარცა თავები, გულები ჩვენი
არა! არც ასე მეტადაც კიდევ, 
თითქოს და აზრებს ბოლოჯერ გვიდე,
თითქოს და ფოთლებს ბოლოჯერ ფშვნიდე,
თითქოს პრობლემას ბოლოჯერ ჭრიდე,
თითქოს და ჰაერს ბოლოჯერ სუნთქავ,
თითქოს ჩანასობი სარი გაქვს გულთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი