ავხსნი აუხსნელ სიყვარულს შენთვის


მე შენგან ჩუმად მალვით ვკვდებოდი
ისე ძალიან მიყვარდებოდი,
მავიწყდებოდა გარშემო ყველა
ფიქრებში თვალწინ რო მიდგებოდი.

ვინ გქმნა ასეთი, ვინ გაგაჩინა
შენს სიყვარულში რომ დამაძინა,
უფალს ღმერთს ჩუმად ვევედრებოდი
ოღონდაც ჩემთან სულ დაგარჩინა...

დღითი დღე უფრო მიყვარდებოდი
და რაც მომწონდა შენში ვხვდებოდი,
რო ვიძინებდი ჩემთან რჩებოდი,
როცა ვიწყენდი არ ნებდებოდი

სულ გავგიჟდები ვატყობ მე მალე,
ჭკუიდან შემშლის შენი ქცევები,
გულს ამოვიგლეჯ მოგცემ ეხლავე
ისე ძალიან მეიმედები.

ისე ძალიან მიყვარხარ ვერ ვხსნი,
და მიყვარდები დღითი დღე უფრო,
შენს შეყვარებას მეტად მე ვერ ვცდი
სულ მთლად მომპარე ეს გული ქურდო

და მეცა ჩემი გრძნობების ურდო,
თითქოს გრძნობებმა ბორკილი ამხსნას 
მინდა რომ ჩემში სულ აიბურდო,
ისე, ვერავინ რომ ვეღარ გაგვხსნას
 

და მონატრებას ჩემსას შენდამი
ვერ ვკლავ შენთან და ვერც უშენოდ ვკლავ.
ტანი გაქვს ჩემთვის შენ ვით ლერწამი
ბოლო მომიღო დღის უშენობამ


ჩემთან როხარ მაშინ ჩემი ფიქრებისთვის წამალიხარ,
ტკივილის დროს ერთადერთ გულს მხოლოდ ერთი შენ სწადიხარ,
მიყვარხარ, და მესმის შენი რაოდენ რთულ გზას გადიხარ
ქვეყნად ირგვლივ ყველას შორის ჩემთვის მხოლოდ შენ დადიხარ.


რატომ ვერ ვიღებ ამ გრძნობას სრულად გულიდან
ვერ დავიძვრინე მე ჩემი თავი ამ სირთულიდან
რომ, ავაორთქლოთ ისევ ყოველი და რომ, დავიწყოთ ისევ ნულიდან!
ღმერთს ისევ შევთხოვ რომ მოგიყვანოს ჩემივე გოგო ჩემი წარსულიდან.


და რომ მიბიძგოს კვლავ შეგიყვარო,
იმდენად გულში სარი გავიყარო.
რომ ჩადგეს ღმერთი ჩვენ შორის ისევ,
წმინდად გვიყვარდეს კვლავ ჩვენ ვით წყარო


შუაღამით შენზე ფიქრი უშენობით გულს რო მიკლავს,
ხშირად ფიქრობს შეძენილი შენზე კარგი აბა ვინ ყავს.
ყოველ ფიქრს შენზე გავლებულს ათასობით ცუდი მიჰყავს...
ჩემს შენდამი მოძღვნილ გრძნობას ვერაფერი ვერ გარიყავს.


რაღა ვთქვა ქვეყნად უთქმელი ფრაზა,
რაც ჩემს სიყვარულს შენთან აწონის.
ზიზღით და ბრაზით მოცული ვაზა
ჩემ გრამ სიყვარულს ვერ გადაწონის.


გიყურებ თვალწინ მიდგება სამყარო
მინდა სამყაროს ფერადს  ვხედავდე
მინდა ყოველი შევძრა, ავყარო
მუდამ ბედნიერს შენ რომ გხედავდე.


ნეტავ შენც თუ გრძნობ იმავეს რასაც
მე ვგრძნობ და რაც აჭარბებს ზღვასაც.
გრძნობა დიდია აცდება მთასაც
მარა სიტყვები არ მყოფნის კაცსაც.



როცა ამ ლექსს წაგიკითხავ
ჩემი გრძნობა ყოველს შესძრავს,
ვეტყვი სიტყვას სად მიდიხარ
ეს ჩემ გრძნობას მაინც ვერ ჰგავს.



მე შენი ქმრობის სურნელი ჯერაც არ ამდის,  
ვუცდიდი ჩვენს სიყვარულს ვფიქრობ აქამდის,
მაგრამ ვერ იტევს ჩემი გრძნობა ამდენ სიყვარულს,
მაშ იყავი ჩემი ნეკნი აწ და მარადის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი