ალის ეპისტოლე
“შვილო ჩემო” ქრისტიანი მღვდელი “ჩემო შვილო” ფრაზა ცნობილი სერიალიდან ხოლო ლექსში ავტორი შეგნებულად მიმართავს წარსულში სახელმოხვეჭილ და აწმყოში სახელგატეხილ ლიტერატურულ ფორმებს. რიგი შემთხვევისას, ავტორი დიახაც შეგნებული ადამიანია. .. ვარსკვლავები ციმციმებდნენ აღარ- გაყინული ტბის ტანფიორი დუმფარები უფალო დამიფარე! – ვით გამოცდით ამ სუსხიან ქარებს მთოვარეის, ვით მომძებნე ძეი უძღები და ბიწიერი ამ უწმიდურ სანახებში, ვით ატარე დაი შენი უჰასაკო და სევდიანი ალ! პირი მიწით დამუწული- თვალი უცრემლო და დავსებული- სული სხეულისგან გაძარცვული, ისევ უგრძნობია, გონწასული და ისიც მაოცებს; ატოტვილი და ტიტველი ხეები ზამთრის – – ცოცხლად დამარხულ ქარიშხალთა საფლავიდან ამოწვდილი ხელები – ისე გვანან ყრმობის ჩემის საშიშარ სიზმრებს, როგორც ერთურთს შენ და შენი დარდიანი დაი ალ-.. ათასი წელი გასულა თითქოს, დღეს კი მარტო ვარ და ნირწამხდარი გიმზერ მასპინძელი, გიმზერ და არც კი ვფიქრობ- – ეგებ შენ და შენი სევდიანი დაი, დები არცა ხართ ერთმანეთის ალ!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი