სიკვდილის გასტრონომიის სიმღერა


გრძნობ? უნახავი სიზმრები წუხელ, 
გახელილ თვალებს ზურგს უკაწრავენ
და ვეღარ ვარცხნის თვალი, გაუმხელ
ქარში გახლართულ ნისლის ნაწნავებს.
ვზივარ. და ისე დაბრუნდა ლექსი,
როგორც სხვა სახლში ბრუნდება უცხო
და თითქოს სისხლი ტალღებით ესვას,
მზე ჩვენს ეზოებს ავ ზაფხულს უცხობს.
გრძნობ? მე მშიერი მქვია ყელამდე,
უმად შევჭამე ყველა საბედო -
მარილი,
მარილი,
მარილი აკლია ყველაფერს!
გავალ მარილზე!
შენ აქ დარჩი
და მე გავედი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი