სიახლოვის სიმღერა


რა რთული ასატანია
ადამიანი ახლოდან - 
როცა მისი ფიქრის ნაოჭები,
მისი დარდის ნაოჭები,
მისი სიხარულის ნაოჭები,
მისი სუნთქვის ნაოჭები
ჩანს.
თუ ადამიანს ახლოდან გაუძელი,
შორს წახვალთ.
შორს წახვალთ, მაგრამ სადღაც მაინც დაგაშორებს ეს სიახლოვე.
რა რთულია და გაუსაძლისია
ადამიანი ახლოდან,
მზე ახლოდან,
ვარდი ახლოდან,
თოვლი ახლოდან.
მხოლოდ მთვარე და ძაღლია
ახლოდან ახლო - 
ერთი - მგონია
და მეორე - ვიცი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი