ცრუ მონადირის სიმღერა


უცნაურია - როცა თვალში ამჩნევ ნაოჭებს,
ნიშნავს - სიბერე უკვე სხეულს გასცდა ათასწლით.
ო, ტკივილებო, თუნდაც ერთხელ თუ გამაოცებთ
თუ ნადირობის ღმერთისადმი ლოცვას დამაცლით - 
უნდა გავიდე - რადგან ჩემი წესია გასვლა,
თუნდაც შინ ისევ ცარიელი ხელით დავბრუნდე -
თუნდაც ვერასდროს ჩავიმუხლო მეათე მთასთან
და ფასკუნჯების ვერ ვუწიო უცხო საბუდარს.
თუნდ ოცნებებმა უცებ ჩემი ნაბიჯი იგრძნონ -
ჭაობის ზანტი ფრინველივით წამოიშალნონ
და ხელში შემრჩეს ძველი თოფი - ნაწყენი ვინძლო
და ხვლინდელი გათენების თბილი სიშავე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი