მდუმარეთა სიმღერა
სიტყვებს, კბილების პალოებზე დაბმულ გრიგალებს, წუხელ მოწამლულ წამალივით, წვალებით ვყლაპავთ და ვდუმვართ. მოგვწონს საწამლავით მაძღრებს სიგანე, სიგანე ფიქრის, ავარიდეთ რომელიც ხაფანგს. შენ შეგიძლია ჭამო დარდი, ნედლი და უმი და მხიარულად მოაჩვენო თავი სახლეულს - სხეულში თუკი გამოკეტავ ტონობით დუმილს, ანდა დუმილში გამოკეტავ ტონობით სხეულს. ხან ის დუმილი, რაც გვეგონა ოქრო რჩეული, შემოგვემსხვრა და ოცდაათი ნაჭერი გახდა, ავივსეთ ჯიბე, დავწვით ყველა ძველი რვეული, დავხუჭეთ თვალი, გზა წავშალეთ მშობლიურ სახლთან. და ვართ მდიდრები ამ დუმილით, მზეს გვერდს ვუვლით და დუმილს ვდარაჯობთ, დუმილს ვიცავთ და დუმილს ვუვლით და სხეულიდან, როგორც ძველი საკვამურიდან მომაკვდავ ბუხრის ნაფაზივით ამოგვდის სული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი