თარიღები
ის ყეფდა, ენა აეწყვიტათ დაგეშილ სიტყვებს, მე გავერიდე და საჯიჯგნად ყური (მივუგდე), გასრესილ კვერცხს გავს მისი თვალი, მოყვითალო მღვრიე წყალში წევს და ქუთუთო – ჩამოშლილ ბუდეს ანუ თოთხემტი წელიწადის უძინარია და ქუთუთო ჩამოშლილ ბუდეს კი არ გავდა – სხვა მეზობლის უნიბლიედ ღია კარებს და მე კედელთან ატუზული სიზმრებს ვუმზრედი.. …………………………………………………………………………. (ეს იყო ღმერთი – რადგან ვნახე – მე ის ვიწამე) ………………………………………………………………………………… დავპირდი ათ ცხვარს, თავთუხის პურს, მწუხრისფერ ღვინოს და ცოლს და სიდედრს (გავუმხილე, რომ მათ თავსაც კი მივცემდი), მაგრამ მესამემ ხელმეორედ ჩამოიარა და ერქვა ღმერთი (რადგან ვნახე – მე ის ვიწამე), გასრესილ კვერცხს გავს მისი თვალი, იგი მკაცრია – მარცხნივ მე ვწევარ, მარჯვნივ სხვა და ქვები სასთუმლად, ქვებზე სიტყვები მიაჯაჭვა, სიტყვები ყეფენ: ყივჩაღი – 1804 – 2009 გიორგი კეკელიძე – 1984 –
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი