შენ. გუშინ.
…ჩემი სული წაქცეული ქარის წისქვილია, ვიღამ მიხედოს ობმოდებულ ოცნების ტომრებს- – მოვლენ თაგვები და დახრავენ.. უსათუოდ მოვლენ… დიდება თქვენდა თაგვნო! მე გასწავლით თქვენ ყველა კუნჭულს, სადაც კი მიძევს მივარდნილი რამე ოცნება, სულყველა კუთხეს – რომ დაიმშეთ უფრო და უფრო და ჩემი სულის დაჩრჩილული კედლებიც დახრათ! ჩემი სული ხომ წაქცეული ქარის წისქვილია, უქარობამ წააქცია ჩემი სული.. …ქარი ჩვენში მაშინ იცის, როცა წაიღებს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი